ქართველი
ჰააგის პრინციპები სექსუალური ძალადობის შესახებ
The Hague Principles on Sexual Violence
სექსუალური ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად ეფექტიანი მიდგომა იწყება ყველა იმ ფორმის გააზრებით, რომელიც შეიძლება მან მიიღოს. ჰააგის პრინციპები სექსუალური ძალადობის შესახებ, შემუშავდა 500-ზე მეტი დაზარალებულისა და 60-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამასთანავე, პრაქტიკოსმა იურისტებმა, აკადემიურმა მოღვაწეებმა და პოლიტიკის შემმუშავებელმა პირებმა წარმოადგინეს სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის ფართო გაგება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო უფრო ინკლუზიური, დაზარალებულზე მორგებული, მომავალზე ორიენტირებული და კულტურულად სენსიტიური რეაგირების მოხდენა ამ დანაშაულებზე.
სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ყველა პრაქტიკოსისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და გზის გასაკვლევად შემუშავებული ჰააგის პრინციპების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სექსუალური ძალადობა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და არ მოხდეს მისი მნიშვნელობის უგულებელყოფა იმ პირთა მიერ, ვინც რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებს ამ აქტების გამოკვეთას და დაზარალებულთა მიერ გადატანილი გამოცდილების აღიარებასა და იურიდიული ძალის მინიჭებას. როდესაც სექსუალური ძალადობა უკეთ იქნება გააზრებული, შესაძლებელი გახდება ძალადობის ამ ფორმასთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად შესაფერისი კანონების, მიდგომებისა და პრაქტიკების შემუშავება.